ბასილაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გადავიდ​ა

19:10 07-27-2019
184

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ATP500-ის ტურნირის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, რომელშიც მოქმედი ჩემპიონი, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, წარმოშობით რუს და გერმანიაში ემიგრირებულ ალექსანდრე ზვერევს ხვდებოდა. 

ამ მატჩზე იყო დამოკიდებული – შეინარჩუნებდა თუ არა რეიტინგის პირველ ოცეულში ადგილს ქართველი ჩოგბურთელი. ამისთვის მას აუცილებლად სჭირდებოდა თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის დამარცხება.

როგორც აღმოჩნდა ბასილაშვილმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა და ზედიზედ მეორედ ჰამბურგის ფინალში გავიდა.

ამ დროისთვის, ბასილაშვილი რეიტინგში მე-18 პოზიციაზეა. კვირას, ფინალის მოგების შემთხვევაში, ის ორშაბათიდან მე-16 ადგილზე დაბრუნდება. გადამწყვეტი მატჩში ქართველის მეტოქე ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა ან რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.