რატომ დაჭრეს პანკისში ახალგაზრდა მამაკაცი?

18:51 07-27-2019

ახლო ნათესავებს შორის კონფლიქტი მოხდა პანკისის ხეობის სოფელ ომალოში. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთი ადგილობრივი დაიჭრა.

როგორც „პრაიმტაიმის“ კორესპონდენტი იტყობინება, გასროლა სანადირო თოფიდან მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი ფეხში დაიჭრა.

დაჭრილი ახალგაზრდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. 

ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც სხეულის დაზიანების ხარისხს დაადგენს. სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი