გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი მიიჩნევენ, რომ მესტიაჭალა ჰესმა შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და მესტია დიდ ზარალს გადაარჩინა. ამის შესახებ მათ სტიქიის ზონის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს.
„აღსანიშნავია, რომ ჰესმა შემაკავებელი ეფექტი მოხდინა და სტიქიის მასშტაბები დიდწილად შეამცირა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ადგილობრივების ნაწილი კი ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ სტიქიის ასეთი მასშტაბურობა მესტიაჭალას ხეობაში სწორედ ჰესის ჩადგმამ გამოიწვია. მესტიის მუნიციპალიტეტს,თუ რა ზარალი მიადგა 25 ივლისის შემდეგ ჯერჯერობით დათვლილი არ არის.
ავტორი: თეა შონია