პატიმრობა, ან 10 000 ლარი - სასამართლოში ოქრუაშვილის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ

18:12 07-27-2019

გენერალური პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისთვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდა ცნობილი, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავენ. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ მამუკა ჭაბაშვილის თქმით, ის მოსამართლის წინაშე ირაკლი ოქრუაშვილის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

შევთავაზებთ გირაოს, ან პირად თავდებობას. საფუძველი იმისა, რომ პატიმრობა გამოიყენოს, არ არსებობს. არათუ პატიმრობის, საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა პროცესის დაწყებამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225- მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობ და მასში მონაწილეობას გულისხმობს.