C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი - არჩილ თალაკვაძე

17:51 07-27-2019
15

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა და გააძლიერა მოძრაობა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის პრეისტორიის, ასევე, მისი მნიშვნელობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებით, თავდაპირველად იყო სკეფსისიც, თუმცა, საქართველომ დაამტკიცა, რომ მას შეუძლებელი ამოცანების განხორციელება შეუძლია. არჩილ თალაკვაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები თანამოქალაქეებიც, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„6 წლის წინ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, სამოქალაქო საზოგადოების, მედიკოსებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინიციატივაზე - დაწყებულიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა; რის შედეგადაც, C ჰეპატიტისგან განიკურნა 54000 ადამიანი!

ეს არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და მეამაყება რომ თქვენთან ერთად, ამ დიდი, შესრულებული სამუშაოს მონაწილე ვარ.

ამ პროგრამით მკურნალობას გადიან ჩვენი ძმები და დები ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პაციენტებს და ექიმებს ოპტიმიზმი მოუტანა და გააძლიერა მოძრაობა C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, პრემიერმინისტრის მრჩეველმა დავით სერგეენკომ და განკურნებულმა პაციენტმა, ეზრა ინწკირველმა. პროგრამის 4 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ წარმოადგინა.

ყოველწლიურად,28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, მსოფლიო საერთო ამოცანის ირგვლივ -ვირუსული ჰეპატიტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთიანდება. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით,საქართველო გამორჩეულია, რადგან ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობისმედიკამენტები სრულიად უფასოა. საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოსარცერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა.​