ბოლო ინფორმაცია თუშეთიდან - ადგილობრივების ცნობით, სავარაუდოდ არის მსხვერპლიც

17:41 07-27-2019
794

თუშეთის გზაზე სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება. რთულუ საკომუნიკაციო პირობების გამო, ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები „პრაიმტაიმს“ პირად საუბარში უყვებიან, თუშეთის გზაზე ავარიას მსხვერპლიც მოჰყვა. ამ ინფორმაცია ოფიციალური უწყებები ამ ეტაპზე არ ადასტურებენ, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, ადგილზე სამაშველო ოპერაცია კვლავაც გრძელდება.  

შეგახსენებთ, ავტომანქანა, რომელშიც სოფელ ქვემო ალვანის მაცხოვრებლები ისხდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

როგორც პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამატებითი სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები თბილისიდან გაფრინიდნენ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილიზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.“ განუცხადეს პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი