მოსკოვში, ოპოზიციის აქციაზე 320-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

16:57 07-27-2019
45

მოსკოვში, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე 320-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

აქცია მოსკოვის მერიასთან მიმდინარეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებულია.

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განაცხადებით, აქცია მერიასთან შეთანხმებული არ არის და ხელისუფლება კანონის შესაბამისად წესრიგს დაიცავს.

პროკურატურამ კი განაცხადა, რომ შეუთანხმებელ აქციაში მონაწილეობა კანონდარღვევაა და აქტივისტების მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებენ.

ხელისუფლებამ წინასწარ დააკავა დეპუტატობის კანდიდატები - დიმიტრი გუდკოვი, ივან ჟდანოვი და იულია გალიამინა.

აქციის მონაწილეები რუსეთის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვეს