თუშეთში, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

15:53 07-27-2019
1286

თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილას თბილისიდან დამატებითი ძალები გაიგზავნა.

როგორც პრაიმტაიმს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამატებითი სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები თბილისიდან მიფრინავენ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილიზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე, გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი. ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა. შემთხვევას შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.“ განუცხადეს პრაიმტაიმს საგანგებოში

შეგახსენებთ, რომ თუშეთის გზაზე, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან სატვირთო გადმოვარდა. მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა.