ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა

15:39 07-27-2019

გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი როდის ჩატარდება პროცესი.

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე, 25 ივლისს დააკავეს.