თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე კამაზის ტიპის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა, საიდაინაც 5-მა გადმოხტომა მოასწრო.
7 კი სატვირთოსთან ერთად ხევში ჩავარდა. მათი მდგომარეობა უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანაზე მსხდომი პირები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვნის მცხოვრებლები არიან. ისინი თუშეთობაზე მიემგზავრებოდნენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი