ფოთში ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა

14:43 07-27-2019

ექიმის ინფორმაციით, ახალშობილი მაშინ დაიბადა, როდესაც ორსული ქალი ფოთიდან სენაკის სამშობიარო სახლში გადაყავდათ. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

შემოვიდა გამოძახება, რომ ორსულ ქალბატონს ასტკივდა მუცელი. ბრიგადა დროულად მივიდა და ადგილზე გაუწია მას პირველადი დახმარება. რის შემდეგ ქალბატონი მოათავსეს მანქანაში, რათა საავადმყოფოში გადაეყვანათ. მანქანის დაძვრიდან დაახლოებით 10 წუთში დაეწყო მას მშობიარობა. ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი და დაიბადა გოგონა, ოჯახისთვის მეორე შვილია . დედა და შვილი ჰოსპიტალიზირებულ იქნა სენაკის სამშობიარო სახლში,“- ამბობს ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერი კესო გელენიძე.

მისი თქმით, მას შედეგ რაც ფოთში სამშობიარო სახლი დაიხურა,მსგავსი შემთხვევა ხშირად ხდება.

ავტორი: თეა შონია