ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1710831777

ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს ყველაფერი, რაც ისრაელს ეხება - ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს საკუთარი რელიგია და ყველაფერი, რაც ისრაელს ეხება.ტრამპს კითხვა დაუსვეს სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან ისრაელში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა."მე ვფიქრობ, რომ მათ სძულთ ისრაელი", - აღნიშნა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა."ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს საკუთარი რელიგია. მათ სძულთ ყველაფერი ისრაელის შესახებ. მათ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი თავის", - დასძინა მან.

ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა

სპორტი 1710831393

პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა.მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ვარლამ ლიპარტელიანი

სპორტი 1710830940

ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ „ლიპომ“ „მოგვერდთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა.„გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, ამაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სპორტიდან წავსულიყავი, რის შემდეგაც როგორც გულშემატკივრების, ისე ოჯახის, სპორტსმენებისა და მწვრთნელების მხრიდან იყო დიდი თხოვნა, რომ დავბრუნებულიყავი.გუნდში ჩემი დაბრუნება ამან განაპირობა და ასევე, კონკურენციაც უნდა შეგვექმნა და მეც, მინიმუმ ერთი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა მეცადა. პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ, მონაწილეობა მივიღე და ყველაფერი ვცადე, რისი გაკეთებაც შემეძლო. ასაკით პატარა აღარ ვარ, უკვე 35 წლის ვარ, 3 შვილის მამა ვარ და ვფიქრობ, რომ დროა მომავალ თაობას გზა დავუთმო. ის, რაც ჩემი მხრიდან იყო შესასრულებელი, ვფიქრობ, პირნათლად შევასრულე. მაქსიმალურად ვეცადე, რომ დიდხანს ვყოფილიყავი და კონკურენცია დიდხანს შემექმნა. ნათქვამია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ეს დრო და გადაწყვეტილება სწორია. ვეღარ ვარ ისეთი, როგორიც ვიყავი და კიდევ ვიძახი, რომ ჯობია გვერდით გავიწიო და გზა დავუთმო ახალგაზრდა თაობას. გულშემატკივარი სპორტში ყველაზე მთავარი, ძვირფასი და დასაფასებელია, იმიტომ რომ თუ გულშემატკივარი არ გყავს და მათ მხარდაჭერას ვერ გრძნობ, ძალიან ძნელია ამდენი წელი მაღალ დონეზე ასპარეზობა.შეიძლება, პირადულად რაღაც წარმატებას აღწევ, იმ მომენტში გიხარია და ბედნიერი ხარ, მაგრამ ეს კვარცხლბეკიდან ჩამოსვლის შემდეგ მთავრდება და იწყება ყველაზე მთავარი - ურთიერთობა გულშემატკივართან. როდესაც შენი მეგობარი, ან ნათესავი გხვდება და იმის თვალებში ამჩნევ, რომ მას შენი წარმატებით ბედნიერება მოუტანე, ეს ყველაზე სასიხარულოა. ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე ძვირფასი ყოველთვის ეს იყო. მინდა, ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რადგან ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი“, - თქვა სპორტსმენმა.ცნობისთვის, ლიპარტელიანმა ძიუდოისტის კარიერა ჯერ კიდევ 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ დაასრულა, თუმცა, გულშემატკივრების დიდი არმიის თხოვნით დაბრუნება გადაწყვიტა.

კატა

რჩევები 1710830940

7 მიზეზი, რატომ არის საუკეთესო ცოლი ის ქალი, რომელსაც კატა ჰყავს

7 მიზეზი, რატომ არის საუკეთესო ცოლი ის ქალი, რომელსაც კატა ჰყავს:1. კატების მოყვარულ ქალს, ძალიან დიდი გული აქვს და მას, სიყვარულის გამო, შეუძლია ქუჩის კატები დააპუროს, გადაარჩინოს, სახლში შეიფაროს, იზრუნოს და უპირობო სიყვარული გაუზიაროს...2. მან იცის, რომ ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო წონასწორობაა დიახ, კატების მოყვარულმა ქალმა კარგად იცის, რომ სიყვარულის გამოხატვა საჭიროა, მაგრამ პირადი სივრცე ყველა კატას სჭირდება. (და კაცსაც...)3. მას არ ეშინია ვალდებულების თუ თქვენ ეძებთ ადამიანს, რომელსაც არ ეშინია გრძელვადიანი ურთიერთობის, მაშინ კატების მოყვარული ქალი თქვენთვისაა შექმნილი. დიახ, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში უვლის და ზრუნავს კატაზე. მან იცის რას ნიშნავს ურთიერთობა, რომელიც ძალიან დიდხანს გრძელდება.4. მას უყვარს სიცილი კატა ძალიან მხიარული და სასაცილო არსებაა. ამიტომ, როგორ შეიძლება კატის მოყვარულ ქალს არ უყვარდეს სიცილი, ან არ იცოდეს, რა მნიშვნელოვანია დამღლელი დღის ბოლოს მხიარული გარემოს შექმნა?5. ის ძალიან პასუხისმგებლიანია მას დაჰყავს კატა ვეტერინართან, რეგულარულად ასუფთავებს მის ყუთს და გვის ქვიშის ნამცეცებს. ის ყიდულობს სათამაშოებს და სპეციალურ საკვებს. ის თვლის, რომ ნამდვილი დედაა, სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობა მისი ბუნებრივი თვისებაა. მას სურს, რომ ყველაფერი მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს.6. ის არ გაურბის რთულ სიტუაციებს ბოლოს და ბოლოს, ის მაინც გიჟდება თავის კატაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის ღამღამობით აღვიძებს, უდროო დროს იწყებს ჩახუტებას და ფაქტობრივად ართმევს პირად სივრცეს. ასე რომ, თუ თქვენი ურთიერთობა ურთულეს წერტილს მიაღწევს, ის ასე მარტივად არ გაიქცევა და არ დანებდება.7. მან იცის, როგორ დააფასოს ცხოვრების უბრალო მომენტები სწორედ პატარა, უბრალო მომენტებია ის, რაც ცხოვრებაში ფასეულია. მომენტი, როდესაც საყვარელ კატას ეხუტები, როდესაც შენთან ერთად იძინებს, როდესაც პატარა თათებს მტკივან ადგილას გადებს ან როდესაც მოულოდნელად გიხტება კალთაში... მართლაც, ის აფასებს უბრალო მომენტებს და მან იცის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

საზოგადოება 1710830814

1+1 შეთავაზება წინანდლის მამულში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 14 აპრილის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 1+1 შეთავაზებით წინანდლის მამულის სასტუმროში, რადისონ ქოლექშენი.კონცეპტ ასისტენტით ნომრის დაჯავშნისა და ადგილზე თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა დამატებით ერთი ღამე ან ერთი ოთახი.შეთავაზების განმავლობაში, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს არაერთ დამატებით უპირატესობას ჰპირდება, როგორიცაა 20%-იანი ფასდაკლება ღვინის დეგუსტაციებსა და 15%-იანი ფასდაკლება სპა პროცედურებზე, ენ სემონინის სპაში.წინანდლის მამულის სასტუმრო რადისონ ქოლექშენი განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა და დამსვენებლებს განტვირთვის, კულტურული სიმდიდრისა და გასტრონომიული თავგადასავლების დაუვიწყარ გამოცდილებებს სთავაზობს.დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს - https://link.tbc.ge/tsinandali