ლარის კურსზე გავლენა იქონია იმ ხალხმაც, რომლებიც მომართული არიან ქვეყნის ეკონომიკას მიაყენონ ზიანი- თალაკვაძე

13:02 07-27-2019
36

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა პროცესებმა იქონია რეალურად გავლენა ლარის კურსზე– აცხადებს არჩილ თალაკვაძე ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას

ლარის კურსზე გავლენა იქონია ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და იმ ხალხის გავლენამაც, რომლებიც პირდაპირ არიან მომართული, რომ თავისი ქვეყნის ეკონომიკას მიაყენონ ზიანი- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე და აცხადებს, რომ ეს საკითხი შეფასების გარეშე არ დარჩება

„აქ არის სხვადასხვა შემადგენლობები და ჩვენ ბუნებრივია, მთავრობასთან გვაქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ვფიქრობ, რომ უნდა დაიგეგმოს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინსტრუმენტების გამოყენება და ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია. ბუნებრივია, ეს დასაბუთებული, დაგეგმილი ინტერვენციები მოხდება და სახელმწიფო გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტორები, რამაც ლარზე იმოქმედა დარჩეს ჩვენი და საზოგადოების შეფასებების გარეშე. როგორც გითხარით, აქ არის ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ის პოლიტიკური პროცესები და  მავნებლობაც, რაც ბოლო 2-3-კვირის განმავლობაში ვნახეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. ვგულისხმობ ყველა პოლიტიკურ პროცესებს, სადაც აშკარა იყო, რომ ჩვენი ეკონომიკის, საზოგადოების და ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებდნენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ამან მოიტანა კონკრეტული უარყოფითი შედეგები, ამ შედეგებს სჭირდება პოლიტიკური შეფასება და ნურავის ექნება იმედი, რომ ეს საკითხები შეფასებების გარეშე დარჩება. სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა მოხდეს ლარის კურსის დასტაბილურება“ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.