თუ მართალია, თავისი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში - თალაკვაძე ოქრუაშვილზე

12:50 07-27-2019
31

თუ არის მართალი, თავისი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან,  ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

„ჩვენს ქვეყანაში არის კანონის უზენაესობის პრინციპი. ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას. ძალიან სამწუხაროა, როგორც განვითარდა მოვლენები 20 ივნისს და შემდეგ დღეებში, თუმცა მეორეს მხრივ, მსოფლიოში არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს და საზოგადოებას არ სურს ნახოს ის, რომ მის კონსტიტუციურ წესრიგზე, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და პარლამენტზე არის ძალადობრივი შეტევა. ვინც ამაში მონაწილებოდა, ვინც ამას აორგანიზებდა და ეს დაუდასტურდება სასამართლოში, ბუნებრივია ის პასუხისმგებელი იქნება კანონის წინაშე, მაგრამ ყველას ექნება საშუალება, რომ დაცვის უფლებით ისარგებლოს და თუ არის მართალი, თავისი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოში

საზოგადოება თვალს ადევნებდა პრაქტიკულად მთელი კვირის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს. მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ მთელმა საზოგადოებამ დაინახა რეალურად ვის ხელში იყო ქვეყანა, მათი ხელისუფლების დროს და როგორ იმართებოდა ქვეყანა, თუ როგორ სცემდნენ პატივს კანონებს და ადამიანებს. ამ ადამიანის კომენტარებით გამოჩნდა, რეალურად რა მიდგომა ჰქონდათ მათ ბიზნესთან, ბიუჯეტთან, მედიასთან და როგორი წესებით მართავდნენ ქვეყანას. ეს ერთის მხრივ ღიმილისმომგვრელია დღეს, მაგრამ მაშინ ამაზე ძალიან ბევრ ადამიანს არ ეღიმებოდა, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა სამწუხაროდ უარესობისკენ სწორედ ასეთი მიდგომების გამო“ - განაცხადა თალაკვაძემ.