რამდენი რამის გაპრავება სცადეთ ამ საქმით - ვატო წერეთელი

11:36 07-27-2019
1828

ტვ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი facebook-ით ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა.

ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის,თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ ფულის გათეთრების საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!„ წერს ვატო წერეთელი