თუ არ გამოუშვეს, ჩემს გეგმებს ავამოქმედებ - მაჩალიკაშვილი ძმისშვილის გათავისუფლებას ითხოვს

10:36 07-27-2019
51

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის დაკავებას ეხმაურება და მორის მაჩალიკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. 

„მე არ ვიცი, რომელი ჯგუფური ძალადობის მუხლით წარუდგინეს ჩემს ძმისშვილს. ის იქნა დღეს დაკავებული რომელიც იდგა ჩემს გვერდით 1 წლის განმავლობაში იმას ითხოვდა, ეღიარებინათ ამ მხეცებს ის დანაშაული რაც აქვთ ამათ ჩადენილი. აქ თუ მოხდა რამე ისეთი, რომ არ გამოუშვეს მორის მაჩალიკაშვილი, შემდგომში მართლა მე ჩემს გეგმებს ავამოქმედებ“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი სამართალდამცველებმა 20 ივნისის საქმეზე გუშინ დააკვეს. მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით წარედგინა.