სენაკის სამხედრო ბაზაზე დღეს „მტკიცე სული 2019“ საზეიმოდ გაიხსნება

09:36 07-27-2019
315

დღეს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე სწავლება „მტკიცე სული 2019“ (Agile Spirit 2019) საზეიმოდ გაიხსნება.

სწავლება 9 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

Agile Spirit საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება და წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

„წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში” , - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.