მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ლარის კურსის ვარდნაზე ვიდეომიმართვას ავრცელებს

00:22 07-27-2019
1208

„მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა და თქვენ ხართ ქურდები. თქვენისთანა ქურდების ადგილი არის ციხეში,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოში ლარის კურსის ვარდნასა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილივიდეომიმართვაში.

„პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ლარის კურსის გაუფასურება არის მიტინგებისა და ოპოზიციის დამსახურება. კი მაგრამ, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა რამდენჯერმე, მაშინ, როცა სულ გვარყევდნენ, სულ მიტინგებს გვიწყობდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის, სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო ორჯერ, მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვვითარდებოდით. მინდა ვუთხრა ივანიშვილს, ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა და თქვენ ხართ ქურდები. თქვენისთანა ქურდების ადგილი არის ციხეში.“ - აცხადებს სააკაშვილი.