უკრაინის ექსპრეზიდენტს თავს დაესხნენ (ვიდეო)

00:22 07-27-2019
1794

უკრაინის ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე კიევში თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ის გამოძიების სახელმწიფო ბიუროდან დაკითხვიდან გამოვიდა. ერთ-ერთი თავდამსხმელი პოროშენკოს მანქანას შეახტა.

ყოფილი პრეზიდენტი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ოპერატიულად იმუშავეს და თავდამსხმელები გაანეიტრალეს. 

ბიუროში პოროშენკო ქარხანა „კუზნეცა ნა რიბალკსის“ გაყიდვის შესახებ დაკითხვაზე იმყოფებოდა.

თავდამსხმელებს პოლიციელები ეძებენ.