მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს აუხსნა, როგორ იბადებიან ჰომოსექსუალები

00:09 07-27-2019
1265

ბავშვი იბადება ჰომოსექსუალი, თუ მისი მშობელი ორსულობის დროს ანალური სექსით კავდება - ამის შესახებ კვიპროსელმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა ნეოფიტოს მასურასმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს თქვა. 

შეხვედრის ვიდეოს ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mail-ი ავრცელებს.

„ეს მშობლებს შორის არაბუნებრივი სექსუალური აქტის დროს ხდება, უფრო კონკრეტულად - ანალური სექსის დროს...წმინდა პორფირი ამბობდა, რომ თუ ქალს ეს მოსწონს, შემდეგ ეს სურვილი ბავშვს გადაეცემა“, - თქვა ეპისკოპოსმა.

კვიპროსში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია 1998 წელს მოხდა, 2015 წელს კი გეებს და ლესბოსელებს სამოქალაქო კავშირების უფლება მისცეს.