მიდის თუ არა გია ჯაჯანიძე „იმედიდან“

22:36 07-26-2019
3803

გადაცემა „სხვა რაკურსის“ წამყვანმა გია ჯაჯანიძემ, მომავალი გადაცემის ანონსში თქვა, რომ ეს მისი ბოლო გადაცემაა. 

„დღეს, ბოლო, ჩემი გია ჯაჯანიძიის სხვა რაკურსია იმედის არხზე“, - ამბობს წამყვანი გადაცემის ანონსში. 

„პრაიმტაიმი“ ამ თემასთან დაკავშირებით, გია ჯაჯანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ გადაცემის გამოსვლამდე არაფერს კონკრეტულს არ იტყვის. 

- სანამ გადაცემას არ ნახავთ ვერ გეტყვით. 

- ეს, სინმადვილეში, სეზონის ბოლო გადაცემაა და ეშმაკობთ რაღაცას?

- გადაცემაში ნახავთ...

- ისე, სცენაში სიცილი გაგეპარათ...

- ეს სიმწრის სიცილია.