ვიდეოები

1710755486

VIDEO: რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ – რა დაარქვეს ახალშობილს

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე ბებია-ბაბუა გახდნენ, ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე კი – გოგონას მშობლები. პატარას სოფია დაარქვეს.ამის შესახებ ეკა ხოფერიას „ფეისბუქიდან“ გახდა ცნობილი – ეკამ მცირე ვიდეო გააზიარა თეონას მონაწილეობით, რომელიც მცირე ხნის წინაა გადაღებული და სადაც თეონა ამბობს, რომ მარტში შვილიშვილს ელოდებიან. 

რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709008839

საყურადღებო ინფორმაცია!„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1710832606

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის მარტის ბოლოსკენ მნიშვნელოვანი სიახლეები და წარმატებები ელის

თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი გეგმები და მიზნები ვერ შესრულდა და სასურველი შედეგიც ვერ მიიღეთ, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2024 წლის მარტის ბოლომდე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არაერთ სიახლესა და წარმატებას შემოიტანს. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებს კი განსაკუთრებით გაუმართლებთ:კურო2024 წლის მარტის ბოლოსკენ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი სიახლეები და სასიამოვნო ცვლილებები ელის. ყველაზე მეტ ცვლილებას კი ფინანსური თვალსაზრისით ნახავთ. შესაძლოა, მოულოდნელი ჯილდო, საჩუქარი, ბონუსი, წახალისება მიიღოთ, გაამართლოს იმ საქმემ, რომელიც წამოიწყეთ, შემოსავლის გაზრდის დამატებითი შესაძლებლობები იპოვოთ - ნებისმიერ შემთხვევაში, თვის ბოლოსკენ შესაძლოა, თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს და ოცნებების ასრულება შეძლოთ.კირჩხიბი2024 წლის მარტის ბოლოსკენ შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ სიხარულსა და ბედნიერ დღეებს შემოიტანს, მოგცემთ მოტივაციას და დადებითი ენერგიით აგავსებთ. მეგობრებთან ერთად გასეირნებაზე, ღონისძიებებსა და მოგზაურობაზე უარს ნუ იტყვით. დიდი შანსია, თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს სწორედ იქ შეხვდეთ. წინ სასიამოვნო ნაცნობობა და თავგადასავალი გელით. ხოლო, თუკი ურთიერთობაში ხართ, საოცარ ჰარმონიას იგრძნობთ, მეორე ნახევარში კიდევ უფრო მეტ კარგ თვისებას აღმოაჩენთ და ცხოვრების ახალ თავს დაიწყებთ.თხის რქა 2024 წლის მარტის ბოლოსკენ შრომისმოყვარე თხის რქებს ყველაფერში გაუმართლებთ, რაც მათ სულიერ კომფორტსა და განვითარებას ეხება. ყველა საქმე, რასაც წამოიწყებთ, იმაზე მარტივად გამოგივათ, ვიდრე ფიქრობთ. წარმატებას მიაღწევთ არსებულ საქმეებშიც, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. გარდა ამისა,შესაძლოა, საკუთარი თავის გარდაქმნა გადაწყვიტოთ, დაფიქრდეთ იმიჯის შეცვლაზე, გარდერობის განახლებაზე... ამ მიმართულებითაც შთაგონებას იპოვით და სასარგებლო ცვლილებებს დაგეგმავთ... ვრცლად..

იუსტიციის სამინისტრო

პოლიტიკა 1710832275

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას უწყების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების თაობაზე.„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებას ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს აქვს გავრცელებული განცხადება, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ რა პროექტების განხორციელებას მოხმარდა მივლინებებში დახარჯული თანხები, ტელეკომპანია განაგრძობს ფაქტებით მანიპულაციას და კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.შეგახსენებთ, რომ ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც გულისხმობს 750 ამზომველის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთების აზომვის მიზნით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადაადგილებასა და განთავსებას, ასევე, გადამზადება-ტრენინგებს, 64 მუნიციპალიტეტში მერიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან სამუშაო შეხვედრებს“ - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. 

ქეითი

მსოფლიო 1710832106

PHOTO: ქეით მილდტონის პაპარაცული ფოტოები ვრცელდება - სად და რა ვითარებაში დააფიქსირეს უელსის პრინცესა

უელსის პრინცესა ქეთრინის გარშემო ატეხილი აურზაური უკვე მისტიკურ ამბავს ემსგავსება. ქეით მიდლტონი საჯაროდ უკვე რამდენიმე თვეა არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ცდილობს იმის გარკვევას, თუ რა დაემართა უელსის პრინცესას, რის გამოც სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) და ტიკტოკზე, უცნაური და ზოგჯერ სახალისო კონსპირაციული თეორიები და მიმები გამოჩნდა.სამეფო ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომ ქეთრინმა 16 იანვარს გეგმიური ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც საჯაროდ არ გამოჩენილა. კენსინგტონის სასახლის განცხადებით, წარმატებული ოპერაციის შემდეგ, უელსის პრინცესა ორი კვირით საავადმყოფოში დარჩებოდა და დროებით, აღდგომამდე, სამეფო მოვალეობებისგან გათავისუფლდებოდა.სამი თვის შემდეგ კი გაჩნდა კონსპირაციული თეორიაც. თეორიის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ყველასთვის საყვარელ სამეფო წყვილს შორის უთანხმოება იყო.დღეს დილით, უცხოური ტაბლოიდების ვებ-გვერდებზე უელ­სის პრინ­ცე­სას პაპარაცული ფოტოები გამოჩნდა.ქე­ი­თი, ქმარ­თან, ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვალ მე­ფეს­თან, უი­ლი­ამ­თან ერ­თად პა­პა­რა­ცებ­მა სა­ყიდ­ლებ­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს.როგორც ფოტოებიდან ჩანს, ქეითი თავს კარგად გრძნობს და ბედნიერიცაა. 

დონალდ ტრამპი

მსოფლიო 1710831777

ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს ყველაფერი, რაც ისრაელს ეხება - ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს საკუთარი რელიგია და ყველაფერი, რაც ისრაელს ეხება.ტრამპს კითხვა დაუსვეს სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან ისრაელში ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა."მე ვფიქრობ, რომ მათ სძულთ ისრაელი", - აღნიშნა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა."ნებისმიერ ებრაელს, რომელიც ხმას აძლევს „დემოკრატებს“, სძულს საკუთარი რელიგია. მათ სძულთ ყველაფერი ისრაელის შესახებ. მათ უნდა რცხვენოდეთ საკუთარი თავის", - დასძინა მან.

ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა

სპორტი 1710831393

პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა.მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.