რა მოხდებოდა სვანეთში სტიქიის დროს, იქ რომ ჰესი არ ყოფილიყო - სპეციალისტის განმარტება

21:05 07-26-2019
41

მესტიის მუნიციპალიტეტში მოვარდნილ ღვარცოფზე სპეციალისტი და ახალი ჰიდროელექტრო სადგურების პროექტების მენეჯერი გიორგი მარგებაძე „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ რომ არა ეს ჰესი, სვანეთში სტიქიისგან მიღებული ზარალი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა.

მისი თქმით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატარა ჰიდროელექტროსადგურები ზიანს აყენებს გარემოს, მცდარია.

„წარმოიდგინეთ ეს არის კედელი, რომელმაც ქვები, მორები და მოგლეჯილი ხეები შეაჩერა და შემდეგ წყალმა განაგრძო მოძრაობა, რამაც დამატებითი ზარალებისგან იხსნა სოფლები და გზები. ყველა კაშხალი და ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობა, თავიდანვე სტიქიურ უბედურებებზე და მაქსიმალურ დატვირთვაზეა გათვლილი, რადგან შეამციროს ან შეაჩეროს ღვარცოფი. ყოველგვარი კვლევის გარეშე შემიძლია, რომ 30%-ით შეამცირა ზარალი“ - ამბობს გიორგი მარგებაძე.

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ტერიტორიული ერთეულში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მულხურა ადიდდა.

მდინარემ სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს სამაგრები გამოაცალა, რის შედეგადაც აღნიშნული სოფლისკენ გადაადგილება ამ დროისთვის შეუძლებელია

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.