სირიაში ავიაიერიშებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 26 ბავშვი

21:03 07-26-2019
281

სირიაში ბოლო 10 დღეში განხორციელებულ ავიაიერიშებს 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 26 ბავშვია. ​

​გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ცნობით, ასადის რეჟიმმა საავადმყოფოები, სკოლები და ბაზრები დაბომბა. 8-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ოპოზიცია იდლიბს ისევ აკონტროლებს. 

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელი (SNHR), რომელიც აღრიცხავს და გაეროს სააგენტოებს უგზავნის მონაცემების დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ, რუსეთის სამხედროებს და სირიის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებს წინასწარგანზრახულ თავდასხმაში, რომლის სამიზნეც პროვინცია იდლიბში მცხოვრები სამოქალაქო პირები გახდნენ.