ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა

20:44 07-26-2019

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოაგზავნა. მისი გზავნილი პოლიციის მთავარი სამმართველოდან მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა გაახმოვანა. 

„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2“ -ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ,  ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.

 

ფოტო: გიორგი ხუხია/imedinews