ბადრი ჯაფარიძე: „ამის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მეთოდი არსებოს - სიმართლის გაშიშვლება“

19:33 07-26-2019
22

სასამართლოს დასრულების შემდეგ, ბიზნესმენი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სიმართლის მოსმენა არავის უნდა. მან მედიასთან ბრალის შემადგენლობა საკუთარი ინტერპრეტაციით განმარტა:

„ბრალის მიხედვით, თურმე ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთის არმია შემოიჭრებოდა საქართველოში, გაკოტრდებოდა სისტემა და ქვეყანა დაინგრეოდა...

ვინ იყო ბანკი - 80 % გვქონდა მე და მამუკას... ჩვენ დავზარალდით სინამდვილეში, ჩვენი მონაწილეობა ბანკში 80-დან 20 %-მდე შემცირდა

მაგრამ აეავის უნდა სიმართლის მოსმენა. ეს რომ უნდოდეთ, ვინც ჩვენ ბრალს გვიყენებდა, უარი უნდა ეთქვა ყველა სამსახურებრივ პრემიაზე...

მაქსიმალურად გავასაჯაროებთ ყველაფერს. ამის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მეთოდი არსებოს - სიმართლის გაშიშვლება“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს  წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

დღეს თითოეულ მათგანს 700-ათასლარიანი გირაო შეეფარდათ.