„სუიციდი სცადა, რადგან სხვა გამოსავალი ვერ იპოვა“ - რა მდგომარეობაშია 3 შვილის დედა

18:33 07-26-2019

27 წლის რიტია შაკაიას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ნათია სალაძე ავრცელებს. 

„ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 27 წლის ახალგაზრდა ქალი, რიტა შაკაია 3 შვილის დედა, რომელმაც სუიციდი სცადა რადგან სხვა გამასავალი  ვერ იპოვა, თოკიდან ჩამოხსნეს! შემდეგ იყო 23 დღიანი კომა! გამოვიდა კომიდან უმძიმეს მდგომარეობაში, მაგრამ ღმერთის წყალობით, ექიმები იმედს იძლევიან! მაგრამ სჭირდება სასწრაფო რეაბილიტაციაა.

ამჟამად იმყოფება თბილისში, სჭირდება სასწრაფო ოპერაცია, თორემ გაიგუდება. უკიდურესად მძიმედ არის! ოჯახს ძალიან უჭირს ფინანსურად და ყველანაირი შესაძლებლობა ამოეწურათ. ძალიან გთხოვთ, თუნდაც ერთი ლარით გადავარჩინოთ რიტა, დავუბრუნოთ ის ჯანმრთელი თავის შვილებს. დედა სექტემბერში დაეღუპა 10 წლიანი ავადმყოფობის შემდეგ, ქმარს ვერ შორდებოდა წასასვლელი არ ჰქონდა. ერთხელ წავიდა, მაგრამ ბავშვების გამო დაბრუნდა. ვეღარ უძლებდა ოჯახურ ყოველდღიურ ძალადობას და თავის ჩამოხრჩობა სცადა რო არა მისი დაქალი, ეხლა დაღუპული იქნებოდა. ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ 27 წლის გოგოს - ქალს, დედას, ადამიანს სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ალბათ უმეტესობას ნანახი გაქვთ ნანუკას შოუში რამოდენიმე დღის უკან იყო მისი დაქალი რომელსაც ბოლო წერილი მიწერა...

ლიბერთი ბანკი

GE95LB0711107574234640

მიმღები ლარისა შაკაია

რიტას ბიცოლა სხვა ბანკის ანგარიშები დღეს არ გვაქვს ხვალ დაიდება რადგან სასწრაფო იყო დრო არ დავკარგეთ. 

ძალიან გთხოვთ.  ათენის ემიგრანტებო თუ შეძლებთ კვირას მომაწიდეთ ვისაც რა შეგიძლიათ 1  ევროც რომ იყოს. არ დაიწყოთ განკიცხვა არ ქონდა წასასვლელი 3 შვილით... დედა ცუდათ ჰყავდა და ქმარი მის სანახავადაც არ უშვებდა... წარმოიდგინეთ რა აქვს გავლილი...  ხვალ პირდაპირი ჩართვა იქნება საავადმყოფოდან, - წერს სალაძე.