აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი საქართველოში ჩამოფრინდა

17:04 07-26-2019
126

საქართველოში პირველად ჩამოფრინდა აშშ-ის საზღვაო ძალების საპატრულო ავიახომალდი P-8 პოსეიდონი - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

width=528

„ამ ისტორიული ვიზიტისას, პოსეიდონმა შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, წვრთნები ჩაატარა. საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას“, - აღნიშნავს საელჩო და სოციალურ ქსელში საპატრულო ავიახომალდის ფოტოებსაც აქვეყნებს.

width=536

width=541