ბრაზილიის აეროპორტიდან შეიარაღებულმა პირებმა 40 მილიონი დოლარის ოქრო გაიტაცეს - ვიდეო

13:36 07-26-2019
2762

ბრაზილიის აეროპორტიდან, შეიარაღებულმა პირებმა 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობა გაიტაცეს.

width=600

Reuters-ის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკაში სან პაულოს აეროპორტის სატვირთო ტერმინალიდან, შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც პოლიციის ფორმაში იყვნენ, 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონები გაიტაცეს. გადაცმულმა პოლიციელებმა, ორი ადამიანი მძევლად აიყვანა.

width=600

Reuters წყაროს ცნობით, გუარულუს აეროპორტში რამდენიმე ეჭვმიტანილი, ბრაზილიის ფედერალური პოლიცის ფორმაში გადაცმულები, შავი პიკაპის სატვირთო ავტომანქანით მოძრაობდნენ. ოთხი ნიღბიანი მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, ერთ-ერთმა შეიარაღებულმა მამაკაცმა, აეროპორტის მუშაკებს ცეცხლი გაუხსნა და ამის შემდეგ, პიკის სატვირთო მანქანისკენ გაემართა.

პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ყაჩაღებმა, 750 კგ (1,650 გირვანქა) ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონები გაიტაცეს და აეროპორტის ორი თანამშრომელი, მძევლად აიყვანეს.

აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს  არავინ დაშავებულა, მაგრამ პოტენციური მძევლების შესახებ, კომენტარი არ გაააკეთა.

სან-პაულოს აეროპორტი, „GRU Airport“-ის თანამონაწილეა, რომლის შემადგენლობაში შედის სამხრეთ აფრიკის  „Invepar, Airport Company“- კომპანია და აეროპორტის სახელმწიფო ოპერატორი „Infraero“.