დიასახლისის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის მამაკაცს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს

10:02 07-26-2019
57235

თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამზირზე, დიასახლისის სვეტა ამოევას, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხანდოლიშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს.

რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ, ნაფიცი მსაჯულების უმრავლესობამ გიორგი ხანდოლიშვილის მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნეს.ამის შემდეგ კი მოსამართლემ ხანდოლიშვილის სასჯელის ზომად 14 წელი შეუფარდა.

მსჯავრდებული გიორგი ხანდოლიშვილი კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და 27 ნოემბრის სისხლიან ღამეს იხსენებს.

„სვეტა შემოვიდა ჩემთან და საწოლზე ჩამოჯდა. მითხრა, რომ ჩემთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება სურდა, რაზეც დავთანხმდი. მოგვიანებით ქალი აგრესიული გახდა. მარცხენა სათესლე ჯირკვალზე ვიგრძენი ძლიერი ტკივილი და ვთხოვე, ხელი გაეშვა, მაგრამ პასუხი არ გამცა და გააგრძელა მოჭერა. იძულებული გავხდი, მეცემა. ბრძოლისას ორივენი გადავვარდით იატაკზე. ამ დროს დავინახე თეთრტარიანი დანა, რომლითაც სვეტა თუთიყუშებს უჭრიდა ხილს. ასევე დავინახე, რომ მარჯვენა ხელში ეჭირა ჩემი სხეულიდან გამოგლეჯილი სათესლე ჯირკვალი. ინსტიქტუად ჩავარტყი დანა ყელის არეში“,- ამბობს ხანდოლიშვილი.

შე­გახ­სე­ნებთ, მკვლე­ლო­ბა გასული წლის 27 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მოხ­და. 25 წლის მდგმურ­მა ბი­ნის დი­ა­სახ­ლი­სი ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. მოკ­ლუ­ლი 45 წლის სვეტ­ლა­ნა ამო­ე­ვია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დე­დას­თან ერ­თად გი­რა­ობ­და სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ერთ ოთახს და დი­ა­სახ­ლი­სიც მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე