მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს (ვიდეო)

18:22 07-25-2019
86685

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს. „პრაიტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან ახლოს მოხდა.

როგორც თავად დაკავებულები ამბობდნენ, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ინციდენტის ადგილზე მომღერალთან ერთად მისი დედაც დააკავეს.