როგორ ცხოვრობენ ბავშვები პანკისის ხეობაში

17:43 07-25-2019
89

პანკისის ხეობა საზოგადოების და მედიის ყურადღების ცენტრში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თემით ხვდება, თუმცა ხშირად ინტერესის მიღმა რჩება იქ მცხოვრები ბავშვების ინტერესები. მათ შესახებ ცნობებს მხოლოდ სახალხო დამცველის ანგარიშებში თუ ვნახავთ, ისიც მხოლოდ ნაადრევი ქორწინებებების კონტექსტში. რეალობა კი, რომელშიც წლების განმავლობაში პანკისელი ბავშვები ცხოვრობენ, არც თუ ისე სახარბიელოა. ხეობაში კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, ბავშვების ჩართულობა სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ პროგრამებში, ძალიან იშვიათია.

ნახეთ „პრაიმტაიმის“ ფოტორეპორტაჟი პანკისელ ბავშვებზე. 

ეს ფოტოები პანკისის ხეობაში სხვადასხვა პერიოდში გადაღებული. ფოტოზე აღბეჭდილი ზოგიერთი ბავშვი ახლა უკვე სრულწლოვანიც არის, თუმცა, როგორც ხეობაში ამბობენ, წლები გადის, მაგრამ პანკისში დიდად არაფერი იცვლება.