მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტო - ხაფანგმა ორი შვლის ნუკრი დააფიქსირა

12:32 07-25-2019
117

მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტო ხაფანგმა  ორი შვლის ნუკრი რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა. ინფორმაციას  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი ცნობით, პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და წელს პარკში შველი მომრავლებულია.

ფოტო ხაფანგმა წელს შველის გარდა მაჩვი, გარეული ღორი, დათვი და კვერნა დააფიქსირა- ამბობს მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი ქურიძე.

მაჭახელას ეროვნულ პარკში ცხოველებზე მონიტორინგის მიზნით, ათეულობით ფოტო-ხაფანგია დამონტაჟებული.

width=600