ვიდეოები

1711716925

VIDEO: ემოციური კადრები - ნახეთ, როგორ დახვდნენ ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეს“ ფეხბურთელები

„კარლსრუეს“ ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულ ბუდუ ზივზივაძეს ემოციური დახვედრა მოუწყვეს.ვიდეო გერმანული კლუბის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ბუდუ

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1711719423

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოების, ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად "მოითხოვა" უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა - "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს ჩრდილი მიაყენოს - გია აბაშიძე

კონსტიტუციის დამრღვევი "პრეზიდენტი" ზურაბიშვილი, რომელიც "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად ნულია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას.აბაშიძის განცხადებით, ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს, თუმცა, მისი დესტრუქციული ქმედებები განეიტრალდება."დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკოს, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად "მოითხოვა" უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა. კონსტიტუციის დამრღვევი "პრეზიდენტი" ზურაბიშვილი, რომელიც "ნაცების" დღის წესრიგის მიხედვით, ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის ცესკოს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ უზნეოა და პოლიტიკურად 0-ია.წინასწარი ნიადაგის მომზადებით, არაადეკვატური ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები "გაყალბებულად" გამოაცხადოს. თუმცა, მისი ეს და სხვა მოსალოდნელი დესტრუქცია განეიტრალდება სიმართლითა და კანონმდებლობით." - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1711719240

„მათი მტრობა და ბასრი ენა საშინელ მოწინააღმდეგეებად აქცევთ“ - ზოდიაქოს ყველაზე საშიში ნიშანები

ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის საოცარი გარდასახვა აქვს. აქვე გთავაზობთ ზოდიაქოს ნიშნების დახასიათებას, რომლის მიხედვითაც გაიგებთ, რატომ უნდა ერიდოთ მათ:მორიელიმორიელები ხშირად ლიდერობენ სიაში სახიფათო ზოდიაქოს ნიშნების განხილვისას. ისინი ცნობილები არიან თავიანთი ენერგიით, აქვთ ღრმა ემოციური და სულიერი სიღრმე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ამაღელვებელი, ასევე, დამთრგუნველი. ისინი წარმოუდგენლად ლოიალურები და ვნებიანები არიან, რაც მათ კარგ მეგობრებად და პარტნიორებად აქცევთ. თუმცა, თუ მათ გზას გადაკვეთავთ, მათმა “ნაკბენმა” შეიძლება ხანგრძლივი შთაბეჭდილება მოახდინოს. მათი მტრობა და ბასრი ენა საშინელ მოწინააღმდეგეებად აქცევთ. მორიელების გაგება ნიშნავს მათი სირთულის მიღებას და ძლიერი ემოციური ბუნების აღიარებას.ვერძივერძი ცნობილია თავისი ცეცხლოვანი ენერგიით, გამბედაობით. ეს ნიშანი არ უშინდება გამოწვევებს, რაც მათ განსაკუთრებულ ლიდერებად აქცევთ. თუმცა მათმა იმპულსურმა ბუნებამ და მიდრეკილებამ შესაძლოა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს და საკმაოდ საშიშიც გახადოს. იმისთვის, რომ ვერძთან საერთო ენა გამონახოთ, აღფრთოვანებული უნდა იყოთ მისი გამბედაობით. თხის რქათხის რქები ხშირად ითვლებიან ზოდიაქოს მთავარ მუშაკებად, მიზნების მისაღწევად დაუნდობელი სწრაფვით. ეს დედამიწის ნიშანი მოწესრიგებული და პრაქტიკულია, მაგრამ მისი ამბიცია ზოგჯერ შეიძლება გადაიზარდოს დაუნდობლობაში. თხის რქები მზად არიან გააკეთონ ყველაფერი მწვერვალზე ასასვლელად, რაც მათ პოტენციურად საშიშს ხდის, განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოში. თხის რქების გაგება მოითხოვს მათი თავდადების და პასუხისმგებლობის დაფასებას. ვრცლად

ნინო მუსერიძე

რჩევები 1711718940

VIDEO: „მამაკაცების უნაყოფობის მიზეზი ძალიან ხშირად არის...“ - სპეციალისტი გავრცელებულ მიზეზებს ასახელებს

გადაცემაში "ნამდვილი ექიმები" აქტუალური თემა იყო წამოჭრილი - თუ რა იწვევს ყველაზე ხშირად უნაყოფობას მამაკაცებში.გენეტიკურ ფაქტორებთან, სხვადასხვა დაავადებასა და ინფექციებთან ერთად საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ცხოვრების წესს: უმოძრაობას, ჭარბ წონას, სტრესებს, ალკოჰოლს, ნიკოტინს, მარიხუანას, კლუბურ ნაროტიკს და ა.შ.რეპროდუქტოლოგი, პროფესორი ნინო მუსერიძე ექიმების ეთერში საუბრობს:

შაქრო კალაშოვი ციხიდან გაათავისუფლეს

საზოგადოება 1711718907

შაქრო კალაშოვი ციხიდან გაათავისუფლეს

თბილისელი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური “ავტორიტეტი“ ზახარია კალაშოვი (შაქრო მოლოდოი) კრასნოდარის ციხიდან გაათავისუფლეს.ე.წ. კანონიერმა ქურდმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. “ინფორმაცია სამართალდამცავმა უწყებებმა დაადასტურეს“, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.სასამართლომ 71 წლის კალაშოვის ვადაზე ადრე გათავისუფლების გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით მიიღო.

საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს

ფინანსები 1711718719

საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს

საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტსეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ, საქართველოს იურისდიქციის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა და საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში საქართველოს რეიტინგი: largely compliant მიენიჭა.საქართველოს შეფასების პროცესი, მეორე რაუნდის ფარგლებში, OECD-ის მიერ 2023 წლის 10 მარტს დაიწყო და სამწლიანი პერიოდის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.შეფასებები განხორციელდა მეორე რაუნდის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება OECD-ის მიერ განახლებულ მეთოდოლოგიას და შეფასების პროცესში იურისდიქციები ფასდება 10 ელემენტის მიხედვით: A.1 საკუთრებისა და ვინაობის შესახებ ინფორმაციის არსებობა; A.2. საბუღალტრო ინფორმაციის არსებობა; A.3 საბანკო ინფორმაციის არსებობა; B.1 ინფორმაციაზე წვდომა; B.2 უფლებები და გარანტიები; C.1 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) მექანიზმები; C.2 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების ქსელი; C.3 კონფიდენციალობა და C.4 უფლებები და გარანტიები.აღსანიშნავია, რომ ამ 10 ელემენტიდან 8-ში საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი - “compliant”.აღნიშნული შეფასებით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი.ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ პირველი რაუნდის შეფასების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებები გლობალური ფორუმის ანგარიშში მნიშვნელოვან პროგრესად იქნა მიჩნეული.დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://oe.cd/5uf