მეგობრობიდან გამომდინარე არ ვცემდი პასუხს ნინო ადამაშვილს, თუმცა ყოველ ზღვარს გადავიდა - სოსო კავკავაშვილი

22:00 07-24-2019
2863

Region Fashion Week - ის ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი „პრაიმტაიმთან“ ნინო ადამაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

მისი თქმით, ის მათ მეგობრობას პატივს სცემდა, თუმცა ნინო ადამაშვილი ყოველ ზღვარს გადავიდა და გადაწყვიტა მასაც თავი არ შეეკავებინა. 

„მინდა გამოვეხმაურო ნინო ადამაშვილს, მე ის ნამდვილად დავპატიჟე fashion week-ზე როგორც მეგობარი და არა როგორც „პოსტ ტივის“ თანამშრომელი, მაგრამ მე ნინოსთვის არ მითხოვია, რომ რობერტო წამოსულიყო. მე მათ ავუხსენი, რომ თემა იყო „არა ოკუპაციას“ და ვუთხარი, რომ იუმორის ჟანრში არ მინდოდა ეს თემა გაკეთებულიყო, ის კი შემპირდა, რომ ასე არ იზამდა და იცრუა. ნინოს არც კაბა ჰქონდა შემოხეული, დიადემაც თავზე ედგა, თმებიც შინიონითქონდა დაგრძელებული“ - ამბობს სოსო კავკავაშვილი

პრაიმტაიმთან“ საუბარში, სოსო აღნიშნავს იმასაც, რომ ნინოსთან, რომელთანაც მას მეგობრობა აკავშირებდა, ძალიან გული დასწყვიტა და მასთან კონტაქტზე გასვლას არ აპირებს. 

„მე მასთან კონტაქტი არ მაქვს და არც ვაპირებ. ძალიან მტკივა გული და გულნატკენი ვარ. 

მე მქონდა შოკი, წნევა  და ჟანგბადიც არ მომეწოდებოდა. იყო სავარაუდო ინფარქტის ნიშნები. გიორგი მასხულია ჩემს გამო დაუპირისპირდა ნინო ადამაშვილს და მადლობა გიორგის ამისთვის.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში გავიდა ეს კადრები და დედაჩემმა ნახა, რომელსაც დიაბეტი აქვს და შოკი მიიღო, ძლივს დაუსტაბილურეს მდგომარეობა და ამ ყველაფრის მიუხედავად კიდე ესენი ცრუ განცხადებებეს აკეთებენ“, - აცხადებს სოსო კავკავაშვილი.