„ყველაფერში დამნაშავე, მამაკაცია!“ - ლედი გაგას დედა აცხადებს, რომ მისი ქალიშვილი უდანაშაულოა ჰოლივუდის ულამაზესი წყვილის ოჯახის დანგრევაში

16:37 07-23-2019
515

33 წლის მომღერალ ლედი გაგას, სუპერმოდელ ირინა შაიკის და მსახიობ ბრედლი კუპერის სიყვარულის დანგრევაში დამნაშავედ ცნობენ. ლედი გაგას დედამ კი, მისი დაცვა გადაწყვიტა. 

 width=600

ნიუ-იორკის დასავლეთ ნაწილში მდებარე სილამაზის სალონ „Scott J. Aveda“-ის პერსონალი ამბობს, რომ „ლედი გაგას ოჯახის წევრები, მათ შვილზე თავდასხმების გამო, შეწუხებულები არიან - მომღერალის დედა სინტია ჯერმანოტი, ჩვენი რეგულარული მომხმარებელია“.  

ჰოლივუდის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის დაშორების მიზეზად, სანტია, მის ქალიშვილს არ ასახელებს. გაგას დედა შეეხო იმ ფაქტს, რომ მისი ქალიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის საუკეთესო მოდელის და ამერიკელი მსახიობის ოჯახის დანგრევის მონაწილე გახდა.

width=600

სალონის ერთ-ერთი თანამშრომელი, ლედი გაგას დედის ამაღელვებელ განცხადებას იხსენებს და ამბობს:

მან აღელვებულმა მიპასუხა:ყოველთვის ყველაფერში დამნაშავე, მამაკაცია, - ამბობს სანტია.  

მომღერლის მშობლები, დასავლეთ ნაწილში რესტორან „Joanne Trattoria“-ს მფლობელები არიან. მისი მამა ჯუზეპე, თითქმის მთელ დროს, იქ ატარებდა. თუმცა, სკანდალის დაწყების შემდეგ, ის ცდილობს, მხოლოდ დილით ადრე გამოცხადდეს ინსტრუქციის მისაცემად. სავარაუდოდ, მამაკაცი პრესის ყურადღების ცენტრში ყოფნას თავს არიდებს.

width=600

დიახ, ბევრი ჭორებია, მშობლები კი შეშფოთებულები ვართ. სხვათა შორის, ბოლო დღეებში რუსი ტურისტები უფრო მეტად ცუდად იქცევიან. ისინი ცდილობდნენ დაწერონ კედლებზე და მენიუში დატოვონ მათი კომენტარები. მაგრამ ჯოზეფს, ნუ დაველოდებით, ის არაფერს გეტყვით, - ამბობს რესტორნის ერთ-ერთი ოფიციანტი.  

სოციალური ქსელების რუსმა მომხმარებლებმა, ლედი გაგას „Instagram“- ის გვერდზე ნამდვილი „ომი“ მოუწყვეს. ჯოზეფ პრიგოჟინმა ამგვარ თავდასხმას რუსების მიერ განხორციელებული „ეშმაკური“ სვლა უწოდა 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 33 წლის ირინა შაიკმა, გულშემატკივრები პროვოკაციული ფოტოკადრებით მოხიბლა. მოდელმა, „BDSM“-ის ბრენდის კოლექცია წარადგინა.

width=600

ცნობილია, რომ ყოფილმა შეყვარებულებმა, ორი წლის ქალიშვილის, ლეიას აღზრდის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.  

width=600