ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ბაკურიანი

შემთხვევა 1711624920

5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით წასული... მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა" - რას ჰყვება რწმუნებული ბაკურიანში მომხდარ ფაქტზე

ზვავი ბორჯომის მუნიციპალიტეტში დღეს ჩამოწვა. ადგილობრივი 5-კაციანი ჯგუფი, ბურნებით, ოთა-ოშორის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც თოვლის მასა მოწყდა. ზვავში 50 წლამდე მამაკაცი მოყვა."ციხისჯვარის მიმართულებით მთაზე 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები. ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი. 4 ადამიანი გადარჩა, გამოვიდნენ. ამ დროისთვის, თოვლში მოყოლილია 1 ადამიანი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი მაშველებთან ერთად. ადგილი მიუვალია ფეხით. ვერტმფრენმა მაშველები დატოვა და, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება,"- აცხადებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები. ამასთან, დაბა-ბაკურიანშია თბილისიდან წასული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა 1711624762

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის (10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე) იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, იდენტიფიცირებულ პირებს, მათ შორის სამხედროებს, სათანადო პატივით სხვადასხვა ლოკაციაზე დაკრძალავენ. 5 იდენტიფიცირებული პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.

საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

სპორტი 1711624238

საქართველოსთან წაგება ძალიან მტკივნეულად განვიცადე - საბერძნეთის ნაკრების კაპიტანი

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ტასოს ბაკასეტასმა ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან წაგებაზე კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.პენალტების სერიაში ბერძნების მხრიდან პირველად საჯარიმო „პანათინაიკოსის“ ნახევარმცველმა შეასრულა, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია, შედეგად ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა.„შენი ქვეყნისთვის თამაში როგორი გრძნობაა, ამას ახსნა არ სჭირდება. საბერძნეთის გუნდი ჩვენთვის რაღაც მეტია – ეს პატივია, პასუხისმგებლობაა, სიამაყეა, სიყვარულია. ამბობენ, რომ ყველაზე მეტ ტკივილს სწორედ სიყვარული გაყენებს. ეს მართალია. ამასაც არ სჭირდება ახსნა. საქართველოსთან წაგება კი ძალიან მტკივნეულია. თუმცა, პასუხისმგებლობა ვალდებულებებსაც გულისხმობს – პირველ რიგში ის, რომ რთულ დროს არ დანებდე. გუნდს წინ უნდა წაუძღვე და გამარჯვება შთააგონო. ეს არის ის, რასაც ჩვენ სამომავლოდ მაინც ვაპირებთ.მიზანი ძალიან კონკრეტულია. საბერძნეთი მთავარ საფეხბურთო ტურნირებზე უნდა დავაბრუნოთ. ამჯერად ეს ვერ შევძელით. ყველაზე მეტად თავად დავინახეთ, რაც დავაშავეთ და არასწორად რა გავაკეთეთ. თუმცა, მაქსიმუმისთვის ბრძოლაზე უარს არ ვამბობთ. გვჯერა, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია“, – დაწერა საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა.

ენ ჰეთეუეი

შოუბიზნესი 1711623960

იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი - ენ ჰეთეუეი

ენ ჰეთეუეიმ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თავის მძიმე  გამოცდილებაზე ისაუბრა. მსახიობი ჰყვება, რომ 2015 წელს მუცელი მოეშალა. ენის თქმით, იმ პერიოდში სპექტაკლში ორსული ქალის როლს ასრულებდა და მშობიარობის სცენის გათამაშება ყოველდღიურად უწევდა, რაც მისთვის ძალიან რთული იყო.ჰეთეუეი იმასაც იხსენებს, რომ მართალია, სცენაზე ტკივილის დამალვას ახერხებდა, თუმცა კულისებს მიღმა ცუდად ყოფნაზე მეგობრებთან საუბრობდა.„ძალიან რთული იყო, მუდამ ისე მოვქცეულიყავი, როგორც სცენაზე — მეთამაშა, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო და ფიქრები საკუთარ თავში ჩამეკლა. როცა ცოტათი უკეთ გავხდი, გადავწყვიტე, სხვა ქალებისთვის მეჩვენებინა, რომ მათი მესმის და მათ ადგილას მეც ვყოფილვარ. ძნელია, როცა რაღაც ძალიან გინდა და არ გამოდის, რის გამოც საკუთარ თავს ადანაშაულებ", — ამბობს მსახიობი.41 წლის ენის ამჟამად 2 შვილი ჰყავს. ის იმ პერიოდზეც საუბრობს, როდესაც მეორე შვილს ელოდებოდა და ამ სიახლის სოციალურ ქსელში გაზიარებისას აღნიშნა, რომ უნაყოფობასთან და ჩასახვასთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლა მასაც უწევდა.ენი ხსნის, რომ არ სურდა, სირცხვილი ეგრძნო იმ გამოცდილების გამო, რომელიც საკმაოდ ხშირი აღმოჩნდა — ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ფეხმძიმობათა დაახლოებით 10-დან 20%-მდე შეწყვეტილი ორსულობით მთავრდება, რაც ჰეთეუეიმ წარსულში არ იცოდა.ენი ამატებს იმასაც, რომ მისთვის თავისი მეგობრების მსგავსი გამოცდილებების მოსმენა შოკის მომგვრელი იყო.„რატომ ვგრძნობთ თავს ერთმანეთისგან ასე იზოლირებულად? სწორედ ეს გვაზიანებს. ამ თემაზე ლაპარაკი ზუსტად ამის გამო გადავწყვიტე. რამაც გული ერთდროულად დამწყვიტა და თან სიხარულით ამივსო, ის ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ისტორიის გაზიარება დავიწყე, ყოველდღიურად სხვადასხვა ქალი მომმართავდა და თავის ამბავს მიყვებოდა. მე მათი ხელი მეჭირა ხოლმე და ვეხმარებოდი, რომ ტკივილი მარტოებს აღარ ეზიდათ", — აღნიშნავს მსახიობი.

პრემიერ-მინისტრი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

პოლიტიკა 1711623611

პრემიერ-მინისტრი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა.მთავრობის მეთაური სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.5 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.