ლაშა ტალახაძემ 221 კგ ასწია და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა (ვიდეო)

22:15 07-19-2019
533

ლაშა ტალახაძის მორიგი სასწაული. ქართველმა ძალოსანმა ვარჯიშზე ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძემ აკვრაში 221 კგ ასწია და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაამყარა.

ახალი რეკორდი მსოფლიო რეკორდებში ოფიციალურად არ აისახება, რადგან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წესებით, ახალი რეკორდი მხოლოდ საერთაშორისო ტურნირზე ნაჩვენები შედეგით ფიქსირდება.

 

ავტორი: ირაკლი გოგვაძე