სტრასბურგის გადაწყვეტილება არის უზენაესი და ყველა უნდა დავემორჩილოთ - მამუკა ბახტაძე

12:51 07-19-2019
15

„არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა. გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან,რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ რომ მათი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული გზა.კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ ეს არის ფარსი“ -განაცხადა პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის უზენაესი და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს. 

„ეს გადაწყვეტილება არის უზენაესი და ყველა უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულება დასჯადია კანონით. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენი ოპონენტების ე.წ. არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია. კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის, რაც ჩათვალა და მოიქცა შესაბამისად. იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ის პროცედურები, რაც მას ეკუთვნოდა, რომ გაეკეთებინა კანონით. ეს არ იყო არჩევანი, ეს იყო ვალდებულება და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე