ქართველი სპორტსმენები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიემგზავრებიან

12:08 07-19-2019
21

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ქართველი სპორტსმენების გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონია იმართება.

ქართველი სპორტსმენები ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ბაქოში მიემგზავრებიან.

ცერემონიას პრემიერ მინისტრი ესწრება.

ევროპის ახალგაზრდულ ილიმპირ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი 21-27 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოდან სპორტსმენები სპორტის 6 სახეობაში წარდგებიან:ცურვა, ველოსიპედი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა.

სულ ჩვენი ქვეყნიდსნ 36 სპორტსმენი იასპარეზებს.