ლედი გაგამ ანუკი არეშიძის კაბა მოირგო - ფოტოები

18:16 07-18-2019
567

ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც კოსმეტიკის საკუთარი ხაზი წარადგინა, ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი ტყავის კაბა მოირგო. 

ლედი გაგამ 2019/20 წლის კოლექციიდან შეარჩია ლუქი.

როგორც ანუკი არეშიძე „ინსტაგრამზე“ წერს, მომღერალმა შეარჩია  ტყავის კაბა, რომელიც სვაროვსკის თვლებით არის გაწყობილი.