ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა 1711616063

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ "რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში - ნინო ფოჩხუა

ნელ-ნელა ხვდება მსოფლიო თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარე ლობისტების ჩარევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მაკრონის პარტიის ინიციატივის მხარდაჭერას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.ფოჩხუა მიმართავს ქვეყნის მტრების და ადგილობრივი აგენტების მიერ შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს და "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებული კანონის კარგად წაკითხვისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ხალხი არ უნდა აჰყვეს ოპოზიციის პირად ინტერესებს.,„ნელ-ნელა ხვდება მსოფლიო თუ რა საშიშროებას წარმოადგენს გარე ლობისტების ჩარევა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა, არც მეტი, არც ნაკლები, მაკრონის პარტიის ინიციატივას, შეიქმნას ლობისტების რეესტრი ანუ "რუსული" კანონი მოიყვანოს მოქმედებაში.მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მტრების და აქაური აგენტების მიერ გაბრიყვებულ ახალგაზრდებს, კარგად წაიკითხონ ჩვენ მიერ ინიციირებული კანონი, არ აჰყვნენ ოპოზიციის პირად ინტერესებს. ეს ადამიანები ცდილობენ ქვეყანა აცხოვრონ ტყუილში, მაგრამ სიმართლე არ იმალება, რაც საფრანგეთის ასამბლეის ამ ინიციატივითაც დადასტურდა." - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ზვავი

საზოგადოება 1711615718

ბაკურიანში, ზვავში სპორტსმენი მოყვა

ბაკურიანში, ზვავში სპორტსმენი მოყვა - ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ თვითმხილველებმა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში, დაკარგულ სპორტსმენს ეძებენ. "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ზვავში ორი ადგილობრივი მოყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი უკვე იპოვეს, ხოლო მეორე დაკარგულს, ამ დრომდე, ეძებენ. „პრაიმტაიმი“ დეტალებს არკვევს. 

ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს - არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლიტიკა 1711614934

ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს - არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი

„არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. არგენტინას  საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს“ - აღნიშნულის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს აძლევს შანსს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდად იქცეს და ჰაბის სტატუსი შეიძინოს. როგორც დიანა მონდინომ აღნიშნა, განვითარების გზაზე, საქართველოს ლათინური ამერიკის იმედი უნდა ჰქონდეს.არგენტინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსა და არგენტინას ბევრი რამ აერთიანებს, მათ შორის, ის რომ ორივე ქვეყანას საუკეთესო ღვინო აქვს. „ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ შევძლოთ თანამშრომლობის ახალი გზებისა და პერსპექტივების დასახვა“ - დასძინა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. არგენტინელმა კოლეგამ, დიანა მონდინომ, ილია დარჩიაშვილს აღნიშნული ისტორიული დოკუმენტების ასლები უსახსოვრა.

ტყის სექტორში არსებული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საზოგადოება 1711614849

ტყის სექტორში არსებული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის სექტორში არსებული სიახლეების, ტყის რესურსების გამოყენების შესაძლებლობების გაცნობისა და განხილვის მიზნით გურიის რეგიონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.საინფორმაციო შეხვედრები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა  და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა გახსნეს.მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებს, რეგიონის ტყის მართვის გეგმებს, ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს; ინფორმაცია მიიღეს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისა და ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ.შეხვედრები საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას და შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.

პაპუაშვილი

პოლიტიკა 1711614772

ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი აქტორი, მათი განზრახვები არ არის კეთილი - პაპუაშვილი

ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო თავის სიმართლეში არის მართალი და წელგამართული და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამ სიმართლეს ჩვენ აუცილებლად გავიტანთ. ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, იქნება ეს უცხოელი თუ ქართველი აქტორი, მათი განზრახვები არ არის კეთილი, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებულ სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსს, რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს.„ყველა კვლევა, მათ შორის ეს ბოლო კვლევა, როდესაც არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე არის დამყარებული, აჩვენებს, რომ არა თუ არ არსებობს რაღაც სისტემური პრობლემები და გამოწვევები (რომლებზეც სამწუხაროდ საუბრობს ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოში, რაც არის დეზინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ), პირიქით, საქართველო ლიდერია არა თუ რეგიონში და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ხანდახან ლიდერია ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან მიმართებაშიც. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.სწორედ ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამ, მტკიცებულებებზე დამყარებული ბევრი კვლევისა, ზოგიერთი უცხოელი აქტორი დაჟინებით საუბრობს სისტემურ პრობლემებზე არგუმენტების გარეშე, ჩვენში აჩენს კითხვებს თუ რა მოტივაციები დგას ამის უკან. თან ამ დაჟინებული განცხადებების უკან დგას [შემდეგი] - იცით რა, რეფორმა ჩაატარეთ, ოღონდ თქვენ კი არ ჩაატაროთ, თქვენ ამისი უნარი, ცოდნა არ გაქვთ, თქვენ არ ხართ სანდო ხალხი. ჩამოვალთ ჩვენ, ჩამოვიყვანთ ჩვენს ექსპერტებს (როგორც პოლონელი ექიმები ჩამოიყვანეს), დაგინიშნავთ მოსამართლეებს, ჩვენ დაგინიშნავთ ქართველ ხალხს, ვინ იყოს თქვენი მოსამართლე. მერე გვეტყვიან ალბათ ვინ უნდა იყოს პროკურორი, მერე იმასაც გვეტყვიან, ვინ იყოს ჩვენი დეპუტატი და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სახის უსამართლო თავდასხმები ქართულ დემოკრატიაზე შეჩერდეს.დააკვირდით ნებისმიერ განცხადებას, იქნება ეს ელჩი, „ენჯეო“ თუ ოპოზიციონერი, ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი საუბრობენ სისტემურ გამოწვევებზე ქართულ მართლმსაჯულებაში, დაუსვით მარტივი კითხვა - რით დასტურდება ეს სისტემური გამოწვევები? ამ მარტივ კითხვას ვსვამ მე პირადად, როგორც დახურულ, ისე ღია შეხვედრებზე. ვერავინ მცემს პასუხს. არის დახურული მანკიერი წრე. ერთი მიუთითებს ვენეციის კომისიის რაღაც ანგარიშზე, ვენეციის კომისია მიუთითებს „ენჯეოებზე“, „ენჯეოები“ მიუთითებენ ოპოზიციაზე, ოპოზიცია მიუთითებს რაღაცაზე. ასე, დახურულ ლაბირინთებში აბნევენ ქართულ საზოგადოებას, რაც არის არასწორი ქმედება და მნიშვნელოვანია, ყველა დაუბრუნდეს მტკიცებულებებით საუბარს და არა თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary). სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია.