1713355928
1713260837
VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓
1713376984
1709545140
„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები
კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჰოროსკოპი • 1713387596
„უერთმანეთოდ ვერ ძლებენ“ - ზოდიაქოს TOP 5 წყვილი
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ხუთი ყველაზე სტაბილური წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მათი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:ვერძი და ტყუპიეს არის ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ურთიერთკავშირი, რომელიც უდიდეს ენერგიას წარმოშობს. აღნიშნული განაპირობებს ამ ორი ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ერთიანობას.ეს წყვილი ხმაურით გამოირჩევა, თუმცა მათ ერთმანეთი არასდროს ბეზრდებათ. აქვთ ოპტიმიზმის გასაოცარი გრძნობა.მშვილდოსანი და ლომიორივე მათგანი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. მათი სიყვარული ფეიერვერკს ჰგავს. ორივე მათგანი ძლიერი ხასიათისაა. მათი წარმატებული ურთიერთობის მიზეზი საერთო მიზნები და ხედვაა.სასწორი და ვერძიეს წყვილი გამორჩეულია იმით, რომ შეუძლიათ ერთმანეთი დააბალანსონ. ისინი ერთმანეთს ავსებენ. გააჩნიათ განსხვავებული თვისებები, მაგრამ სწორედ ეს განაპირობებს მათ ურთიერთკავშირს.ქალწული და მერწყულიზოდიაქოს ამ ნიშნების მიზანი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა. ისინი ბოროტებას სიყვარულით უპირისპირდებიან.მერწყული საკუთარი ამბიციური იდეების განხორციელებას იდეალურად ახერხებს ქალწულის ხელშეწყობითა და დახმარებით.თევზები და კურომიწისა და წყლის ურთიერთდამოკიდებულება ძალიან ჰგავს ზოდიაქოს ამ ნიშნების ურთიერთობას. ისინი უერთმანეთოდ ვერ ძლებენ და ერთმანეთს ავსებენ.კუროს პრაქტიკულობა და მზრუნველობა არის ზუსტად ის, რაც მეოცნებე თევზებს აკლია, თავის მხრივ, კი თევზების გულის სითბო კუროს ნებისმიერი მიზნის რეალობად ქცევის სტიმულს აძლევს.სხვა სიახლეები:VIDEO: „ნუ მიკონტროლებ ტონს, ძალიან ცუდად დაგელაპარაკები...“ - სალომე უშხვანს და ნიკო ქართველს შორის ურთიერთობა დაიძაბა„გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც...“ - მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება
რჩევები • 1713387414
როგორ შევწვათ საკვები ისე, რომ ტაფა მალე არ გაფუჭდეს
ჩვენ გაგიზიარებთ ნებისმიერი პროდუქტის შეწვის აიდუმლოს, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი საყვარელი ტაფა მალე არ გაფუჭდეს და ახალივით იყოს.ტაფა, რომელიც არ იწვავს, გვაძლევს საშუალებას წებოვნებისკენ მიდრეკილი საკვები მოვამზადოთ, როგორიცაა ომლეტი, ზღვის პროდუქტები და წებოვანი ბრინჯი. ეს საფარი შესაძლებელს გვაძლევს საკვები ნაკლები ზეთის გამოყენებით შევწვათ. მაგრამ ალბათ ყველა დიასახლისს გაუჩნდება კითხვა და კომენტარი, რომ ეს სასიამოვნო პროცესი ახალი ტაფის ყიდვიდან მხოლოდ პირველი პერიოდი გრძელდება, შემდეგ კი მისი ზედაპირი ზიანდება და მსგავსი ეფექტის მიღწევა უკვე შეუძლებელია, როგორ უნდა მოვიქცეთ?ტაფა ნელ-ნელა გააცხელეთთუ გსურთ, რომ ტაფებმა დიდხანს გაძლონ, იზრუნეთ, რომ ისინი თანდათან გააცხელოთ, ეტაპობრივი გათბობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ტაფამ წებოვანი ეფექტი რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს.არ მოამზადოთ მაღალ ცეცხლზემაღალი ხარისხის ტაფები წებოვანი საფარით კარგად მუშაობს საშუალო სიმძლავრეზე ჩართულ ქურზეც კი. ასე თავიდან აიცილებთ საკვების გაფუჭებას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მომზადებისას და გაახანგრძლივებთ ჭურჭლის სიცოცხლეს.არ შეეხოთ ტაფას დანით ან ლითონის სხვა ნივთითტაფის ზედაპირზე დანის მცირე შხებაც კი იწვევს ზედაპირის აქერცვლას და საკვების მიწვას. ხის და სილიკონის ჭურჭელი ტაფების საუკეთესო მეგობარია, ასევე, დანით დამუშავებამდე ,საკვები ყოველთვის გადაიტანეთ საჭრელ დაფაზე.შეწყვიტეთ ტაფის ხეხვა აბრაზიული ღრუბლით
საზოგადოება • 1713387324
ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.სინოპტიკოსების ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.„დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.თბილისში 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 18 და 20 აპრილს დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 18 აპრილს შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე ნახეთ:მოსალოდნელი ნიშნები ინფარქტამდე ექვსი თვით ადრე - უახლესი კვლევარა ეღირება დოლარი და ევრო 18 აპრილსშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა • 1713386784
„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“ - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები აქვს მოვლენების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.„ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ. საერთოდ არ გვაინტერესებს მათი დღის წესრიგი, ეს მათ იფიქრონ. რა მდგომარეობაში და ვითარებაში არიან, ყველა კარგად ვხედავთ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ხელისუფლებაში ვართ, უამრავი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, უამრავი საქმეა გასაკეთებელი. არჩევნები ახლოვდება და პარალელურად, არჩევნებისთვის ვემზადებით. ჩვენი ყოველდღიური დღის წესრიგი რაც იყო, ის არ შეიცვლება. გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, რაც ამ ქვეყანას და მის ხვალინდელ დღეს სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მეცნიერება • 1713386019
მოსალოდნელი ნიშნები ინფარქტამდე ექვსი თვით ადრე - უახლესი კვლევა
მიოკარდიუმის ინფარქტი არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის ნაწილობრივ ან სრულ დარღვევასთან, გულის არტერიაში. ამ მიზეზით ხდება გულის კუნთის - მიოკარდიუმის ნეკროზი. მარტივად რომ ვთქვათ, გულს აღარ აქვს საკმარისი სისხლი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამის მიზეზები განსხვავებულია, მათგან ყველაზე გავრცელებულია სისხლძარღვების კედლებზე ათეროსკლეროზული ნადები. ისინი ავიწროებენ ჭურჭლის სანათურს, რაც იწვევს სისხლის ნაკადის შემცირებას.გარდა ამისა, არსებობს ფსიქოლოგიური მიზეზები, მაგალითად, მძიმე სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა. ეს ხდება იმის გამო, რომ სტრესის პირობებში, ნერვული და ჰორმონალური სისტემები, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის ნაკადს, გაუმართავია, რაც იწვევს გულის ფუნქციონირების დარღვევას. მეცნიერთა ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ ყველა ამ მიზეზის მიუხედავად, გულის შეტევის პროგნოზირება შესაძლებელია მწვავე ფაზამდე ექვსი თვით ადრე.გულის შეტევის რისკის განსაზღვრა სისხლის ანალიზის გამოყენებითმკაფიო მიზეზშედეგობრივი კავშირი სტრესსა და გულის შეტევას შორის დადგენილი არ არის. თუმცა, სტატისტიკა აშკარად მიუთითებს, რომ მძიმე სტრესი ზრდის მომავალში გულის შეტევის ალბათობას. ასევე, როგორც ადრე ვთქვით, ინფარქტის რისკს ზრდის უძილობა, ცუდი ჩვევები, არასწორი კვება და ა.შ. ყოველივე ზემოთქმულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინფარქტის მიზეზი ყოველთვის აქვს, ანუ ის მოულოდნელად არ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პროგნოზირება შესაძლებელია.თეორიულად, რისკფაქტორების იდენტიფიცირება შესაძლებელია სისხლის ტესტის გამოყენებით. სტრესი, მეტაბოლური დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ყოველთვის გავლენას ახდენს სისხლის შემადგენლობაზე, ამიტომ მათი აღმოჩენა შესაძლებელია გარკვეული მოლეკულებით. თუმცა, მეცნიერებამ ჯერ არ იცის, რა ფაქტორები მიუთითებს ინფარქტის რისკზე, ანუ უცნობია, კონკრეტულად რა უნდა ვეძებოთ სისხლის შემადგენლობაში.თუმცა, ამ მიმართულებით მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. აღმოჩენილი მოლეკულები მიუთითებს გულის შეტევის რისკზე გრძელვადიან პერსპექტივაში - ხუთიდან ათ წლამდე. ეს კარგი შედეგია, მაგრამ ეს პროგნოზი საკმაოდ ბუნდოვანია.როგორ განვსაზღვროთ გულის შეტევამეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაისახა ამოცანა, ეპოვათ მოლეკულები, რომლებიც გამოავლენდნენ გულის შეტევის რისკს მოკლევადიან პერიოდში - რამდენიმე თვეში ან მაქსიმუმ ექვს თვეში. ფაქტია, რომ ინფარქტის წინაპირობები ზოგჯერ ძალიან სწრაფად ვითარდება, ფაქტობრივად, რამდენიმე თვეში. მაგალითად, გულის შეტევა ძლიერი სტრესის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება.ასეთი რისკფაქტორების საპოვნელად მეცნიერებმა გააანალიზეს ორი ათასზე მეტი ადამიანის სისხლის შემადგენლობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. არცერთ ამ ადამიანს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გულ-სისხლძარღვთა დაავადება. თუმცა, ანალიზისთვის სისხლის დონორობიდან ექვსი თვის განმავლობაში 420 ადამიანს დაემართა გულის შეტევა.ექვსი თვის შემდეგ, კვლევის ავტორებმა შეადარეს მათ სისხლი, ვისაც ჰქონდა გულის შეტევა და მათი, ვისაც არ ჰქონდა. კერძოდ, მეცნიერებმა გააანალიზეს მეტაბოლიზმში ჩართული 817 ცილა და ათასზე მეტი მოლეკულა. საბოლოოდ მათ შეძლეს 48 ცილისა და 43 მოლეკულის (მეტაბოლიტის) აღმოჩენა, რომლებიც მხოლოდ იმ ადამიანების სისხლში იყო, ვისაც ინფარქტი ჰქონდა. ანუ მიუთითებენ გულის შეტევაზე მწვავე სტადიამდე ექვსი თვით ადრე. ამის შესახებ კვლევები ჟურნალ Nature Cardiovascular Research-ში გამოქვეყნდა. მართალია, ცილებისა და მეტაბოლიტების გარდა, ინფარქტის რისკის დიაგნოსტიკისთვის ასევე საჭიროა მონაცემები ადამიანის სქესისა და ასაკის შესახებ.გარდაუვალი ინფარქტის ყველაზე აშკარა მაჩვენებელია ტვინის ნატრიურეზული პეპტიდის დონე. ეს პეპტიდი სინთეზირებულია წინა გულების უჯრედების მიერ გულის კუნთის ძლიერი დაჭიმვის შედეგად. ამიტომ, ეს ფაქტორი არ არის მოულოდნელი. რაც შეეხება დარჩენილ ფაქტორებს, მეცნიერებმა ჯერ უნდა გაარკვიონ, როგორ და რატომ უკავშირდება ისინი გულის შეტევას.აღსანიშნავია, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადება სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში. უფრო მეტიც, მიოკარდიუმის ინფარქტი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. უფრო მეტი ადამიანი იღუპება გულის შეტევით და ინსულტით, ვიდრე კიბოსგან. ამიტომ, ახალი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები უაღრესად მნიშვნელოვანია. მაგრამ სანამ ახალი აღმოჩენა გამოიყენება მედიცინაში, მეცნიერებს მოუწევთ კვლევების სერიის ჩატარება და ამას დიდი დრო დასჭირდება.და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ყველაზე ხშირად მიოკარდიუმის ინფარქტი ორშაბათს ხდება. ამის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.