კოლხეთი 1913-ის ფეხბურთელები ფოთის მერთან შეხვედრას ითხოვენ

11:55 07-15-2019
26

საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები დილიდან ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან შეხვედრას ითხოვენ. ფეხბურთელების განცხადებით, გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და აუცილებელია დროულად გამოინახოს თანხები, რათა გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელებისთვის დავალიანების დაფარვა მოხდეს. მათი ინფორმაციით, საუბარია 45 ათას ლარზე. 

,,ფოთის ,,კოლხეთი 1913” დიდი ტრადიციების მქონე გუნდია, რომელსაც დღეს დიდი განსაცდელი უდგას. ჩვენ გავარდნის კი არა , დაშლის პირას ვართ. გვინდა ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრა იმისთვის, რომ ერთად გამოვნახოთ გზები ამ კლუბის გადასარჩენად. ქალაქს უნდა ჰქონდეს ფეხბურთი, რათა არ გაქრეს სპორტის ორბიტიდან ფოთი. გული შეგვტკივა გულშემატკივრებს. გუნდს აქვს ძალიან დიდი ფინანსური პრობლემა”, - აცხადებს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

„კოლხეთი 1913“-ის გულშემატკივრების და ფეხბურთელების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ მოგვარდა, ისინი ფოთის მერიასთან აქციებს გამართავენ.

 

ავტორი: თეა შონია