ოლიგარქი ქმრები და ფანების ზღვა - ნახეთ 7 ყველაზე წარმატებული ბორტგამცილებელი

23:11 07-12-2019
387

ყოველი წლის 12 ივლისს მსოფლიოში სამოქალაქო ავიაციის ბორტგამცილებლების დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, გაგახსენებთ ქალებს, რომლებიც ამ პროფესიაში ყველაზე იღბლიანები და წარმატებულები აღმოჩნდნენ.

მილიარდერი რომან აბრამოვიჩის ყოფილი მეუღლე ირინა აბრამოვიჩი ბორტგამცილებელი იყო. ქმართან გაყრის შემდეგ სასამართლო პროცესი მოიგო და აბრამოვიჩისგან დიდი ქონება მიიღო.

მარიამ აბდულ აზიზი - ბრუნეის სულთან ჰასანალ ბოკიაჰის ყოფილი მეორე ცოლი.

ვალენტინა გრიგორევა - რუსი პოლიტიკოსის, მიხეილ აბიზოვის საყვარელი ქალი. მან არაერთხელ გაიმარჯვა კონკურსში რუსეთის ყველაზე ლამაზი ბორტგამცილებლის ტიტულის მოსაპოვებლად.

იანა ჰეინიში - ყოფილი მოდელი და ყველაზე ცეცხლოვანი ბორტგამცილებელი გერმანიაში. მას Instagram-ზე 113 ათასი გამომწერი ჰყავს.

ბრიგიტა ჟაგელავისიუტი - ლიტველი ბორტგამცილებელი 76 ათასი გამომწერით.

ტაილანდელი კიკი კირატმა თავისი ღიმილით 58 ათასი თაყვანისმცემლის ხელმოწერა მოიპოვა.

რობინ ფერგიუსონი - შოტლანდიელი ბორტგამცილებელი Instagram-ზე 47 ათასი ფანით.