პარლამენტთან აქცია ამ დროისთვის დასრულებულია

22:59 07-12-2019
47

აქციის 23-ე დღე პარლამენტის შენობასთან დასრულებულია.

„გახარიას ტყუილები“ - ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა აქცია „სირცხვილია“ ამ გზავნილით გახსნეს. 

აქციის განხილვის თემა შს მინისტრის გუშინდელი სატელევიზიო ეთერი იყო, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ეხებოდა.

„გუნდი არ ვიცი, მაგრამ გუნდა არიან”, - ასე მოიხსენია აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა მმართველი გუნდი.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არ გადადგება.

აქციები პარლამენტის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.