ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი დაიღუპა

22:01 07-12-2019
196

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

გაგრაში მომხდარ ავარიისას, როდესაც სამგზავრო მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, სულ 2 ადამიანი გარდაიცვალა - ადგილობრივი მცხოვრები და რუსი ქალი. ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მძიმე დაზიანებებით რეანიმაციაში იმყოფებიან.

დანარჩენი შვიდი დაშავებულიდან 5 რუსი ტურისტია. ისინი გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.