დღე 23-ე - პარლამენტთან აქცია განახლდა

20:43 07-12-2019
51

„სირცხვილიას“ 23-ე დღე პარლამენტთან აქციით ისევ განახლდა. ამჯერად განხილვის თემა შს მინისტრის გუშინდელი სატელევიზიო ეთერია.

„გუნდი არვიცი, მაგრამ გუნდა არიან”, - ასე მოიხსენია აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მმართველი გუნდი.

დიღმელაშვილის თქმით გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში ბევრი ტყუილი თქვა და საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის წინაშე თავის მართლება მოუხდა.