ფოთში საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს

18:19 07-12-2019
18

ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკრო ავტობუსების მძღოლებმა მუშაობა განაახლეს. ავტოსადგურის დირექტორის დათო შონიას თქმით, ხელისუფლება მათ ალტერნატიული ფართის გამოყოფას დაჰპირდა. მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩებიან, მიმდინარე წლის იანვრის თვემდე არ დაჯარიმდებიან.

,, ყველა მიკროავტობუსის მძღოლი გავუშვი სამუშაოდ. ხელისუფლება დაგვპირდა, რომ ახალ წლამდე გამოგვიყოფს ალტერნატიულ ტერიტორიას. დაგვპირდნენ იმასაც , რომ თუ აქ დავრჩებით , მიმდინარე წლის იანვრამდე არ დავჯარიმდებით,“- განაცხადა დათო შონიამ.

დღეს ფოთში, საქალაქთაშორისო რეისებზე მომუშავე მიკრო ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. მათი განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ ავტოსადგურის რეაბილიტაციას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმდებიან. მძღოლები აცხადებენ,რომ აღნიშნული ფართი იჯარით აქვთ აღებული. შეკრებილები ამბობენ, რომ ავტოსადგურის შენობის და ტერიტორიის მოწესრიგება მეპატრონეს ევალება.

ავტორი: თეა შონია