ოკუპირებული გალის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

18:00 07-12-2019
56

საქართველოს მოქალაქე ბეგლარ წილოსანს, რომელსაც აფხაზური კანონმდებლობით ბრალი ედება საზღვრის უკანონო კვეთაში, ოკუპირებული გალის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

სუს-ში ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე საკუთარ სახლშია.

ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი, დაკავებისას გაირკვა, რომ საქართველოს მოქალაქემ არასრულწლოვან, 2015 წელს დაბადებულ ქალიშვილთან ერთად, უკანონოდ გადალახა აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი გალის რაიონის სოფელ საბერიოსთან.

ავტორი: თეა შონია